დავით სიხარულიძე - ევროპარლამენტის რეზოლუცია არის რეაქცია იმაზე, რაც ხდება - „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული სტრატეგიაა, რომ საქართველო გახადონ ქვეყანა, რომელზეც თავისუფალ სამყაროს ხელი აქვს ჩაქნეული

[დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი] ღია წერილიდან რომ ვიმსჯელოთ, ალბათ იმაზე უარესი მისწერა, აბსოლუტურად სიგიჟეები. აქ აშკარაა, რომ ეს არის ქვეყნის რეპუტაციის სრულიად დანგრევის მიზანმიმართული და თანმიმდევრული სტრატეგია, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად მიიღეს“.

დავით სიხარულიძის განცხადებით, საქართველო დასავლეთისთვის მისი რეპუტაციით იყო საინტერესო და თუკი ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა გაგრძელდება, დასავლეთიდან ჩვენს მიმართ ნაკლები ყურადღება იქნება მოქცეული.

„რატომ მოსწონდათ საქართველო, რატომ იყო სტრატეგიული პარტნიორი, რატომ იყო დღის წესრიგში და რატომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი დახმარების მიმღები, რატომ გაჩნდა საერთოდ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თემა? იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვქონდა რეპუტაცია მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ბრილიანტი და ოქრო. ყოველთვის ითვლებოდა, რომ საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა ჰქონდა. საქართველო იძლეოდა კარგი მმართველობის, რეფორმების და დემოკრატიის მაგალითს, ასხივებდა. თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, მაშინ საქართველოს ფასი და რეპუტაცია დაბალია და ნაკლები ყურადღება იქნება მიქცეული“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

დავით სიხარულიძემ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება“.

„[ევროპარლამენტის რეზოლუცია] არის რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ის, რაც საქართველოში ხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების და თითოეული ქართული ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოა. მე აქ ვხედავ მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ სტრატეგიას იმისათვის, რომ საქართველო გახადონ თავისუფალი სამყაროსთვის არასაინტერესო ქვეყანა. ქვეყანა, რომელზეც სამყაროს ხელი აქვს ჩაქნეული“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი