ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი - ჩვენ გავანადგურეთ მათი სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ღაზაში ომი დაასრულოს, თუ „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.

მისივე თქმით, თუ შეთანხმება მოლაპარაკებებით მიიღწევა, მისასალმებელი იქნება, თუმცა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს დიპლომატიით ვერ მოხერხდება, მაშინ საქმეში ისრაელის სამხედრო ძალები ჩაერთვებიან.

„ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი, „ჰამასს“ აღარ უნდა ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები. ეს არის ჩვენი ძირითადი პირობები. ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი, მაგრამ ყველა არა. ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი შეიარაღებული მებრძოლი რჩება. ჩვენ განვაგრძობთ კომბინირებულ მიდგომას – პირველ რიგში, დიპლომატიას, მაგრამ თუ ეს არ გაამართლებს, მაშინ სამხედრო ძალას მივმართავთ, რათა მისია სრულად შესრულდეს“, -განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს