„საქართველოს ბანკის“ და ხანის აკადემიის აუდიო-გაკვეთილების სერიას მათემატიკა დაემატა

„საქართველოს ბანკმა“, ხანის აკადემიასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებზე ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალი კამპანია „გამოცდები 2025“ შექმნა.

ინიციატივის ფარგლებში კი აბიტურიენტებს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა მოკლე აუდიო-ლექციებზე, რომლებიც საგამოცდო საგნების გადამეორებაში დაეხმარება.

გაკვეთილებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული.

ახლახან სალექციო კურსს მათემატიკის გაკვეთილებიც დაემატა.

გამოცდების თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა საგნობრივი კურსებიც.

წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!

(R)

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!