გერმანია დამატებით 15 F-35 გამანადგურებლის შეძენას გეგმავს

გერმანია გეგმავს დამატებით 15 F-35 გამანადგურებლის შეძენას. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აღნიშნული გერმანიას საშუალებას მისცემს აშშ-ში წარმოებული გამანადგურებლების ფლოტი 50-მდე გაზარდოს.

გერმანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეკვეთა ასევე შეესაბამება ნატოს მოკავშირეებს შორის შეთანხმებას, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე მათი კოლექტიური თავდაცვის ხარჯები 5%-მდე გაიზარდოს.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გერმანიასა და საფრანგეთს შორის FCAS პროექტის კონფიგურაციასთან დაკავშირებით უთანხმოება კვლავ რჩება, რის გამოც გადაწყვიტეს გამანადგურებლები აშშ-სგან იყიდონ. მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთი FCAS-ს 80%-ს ითხოვს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს