სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი - ჩვენი მიზანია დარგის პროფესიონალებისა და მომავლის ლიდერების აღზრდა

„ჩვენი ფაკულტეტი აერთიანებს ორ უმნიშვნელოვანეს სფეროს – სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს მიმართულებები განსაზღვრავს თანამედროვე სახელმწიფოს ფუნქციონირებას, სამართლებრივ წესრიგს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და გლობალურ განვითარებას. დარგის განვითარებისთვის აუცილებელია კრიტიკულად მოაზროვნე პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ უნარი, ღირსეულად წარმართონ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო პროცესები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ 2024/2025 სასწავლო წლის შეჯამებისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024/2025 სასწავლო წელს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს დაასრულებს ბაკალავრიატის 334, მაგისტრატურის 112 და დოქტურანტურის 11 სტუდენტი. ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო წელს განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების პროექტები, მათ შორის: „აკადემიური დისკუსიები”, „შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან“, „იმიტირებული პროცესები”, „მოდელირებები”, „მრგვალი მაგიდა“. გარდა ამისა, ფაკულტეტზე გაიმართა სხვადასხვა ციკლური საჯარო ლექციები, ვორქშოპები, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, აკადემიური პერსონალისთვის.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, უნივერსიტეტი ზრუნავს შექმნას არა მხოლოდ გარემო მაღალი სტანდარტის განათლების მისაღებად, არამედ სივრცე, სადაც, ამავდროულად, პასუხისმგებლიანი და პატრიოტები მოქალაქეები აღიზრდებიან.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოღვაწეობენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო წრეები, რომლებიც არ შემოიფარგლებიან მხოლოდ თეორიული სწავლებით, არამედ აქტიურად ზრუნავენ, რომ ახალგაზრდებს აუცილებელი პრაქტიკული უნარებიც განუვითარონ სამართალმცოდნეობასა და დიპლომატიაში. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, რაც სტუდენტებს აძლევს დიდ შესაძლებლობას რეალურ გარემოში სტაჟირებისა და კარიერული განვითარებისათვის. სტუდენტები სარგებლობენ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით, მათ შორის „ERASMUS+“-ის ფარგლებში. გვყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც მუშაობენ მოსამართლეებად, ადვოკატებად, დიპლომატებად, საჯარო მოხელეებად და საერთაშორისო ორგანიზაციებში სპეციალისტებად. სამართალი სოციალური სამართლიანობისა და წესრიგის საფუძველია. სწორედ მისი მეშვეობით, მომავალი პროფესიონალი უნდა გახდეს იმ ადამიანების ხმა, ვისაც სამართლებრივად დაცვა სჭირდება. საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა კი მომავალი სპეციალისტისთვის შესაძლებლობაა, გახდეს გლობალური პროცესების მონაწილე, იმუშაოს დიპლომატიაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. იმის გათვალისწინებით, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების როლი ერთ-ერთი გადამწყვეტია სახელმწიფოს განვითარებაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პირადად რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ფაკულტეტის განვითარება-გაძლიერებას ფაკულტეტი უზრუნველყოფილია თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები პრაქტიკასთან ინტეგრირებულ პროგრამებს ასწავლიან. მიმდინარე სასწავლო წელი, პრაქტიკულად, დასრულებულია. მომავალი სასწავლო წლიდან კი კვლავინდებურად გავაგრძელებთ მუშაობას და სვლას მიზნისკენ - ჩვენი სტუდენტები გახდნენ დარგის პროფესიონალები და მომავლის ლიდერები“, - აცხადებს ივანე გიორგაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია