ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ლიმიტ და სტოპ დავალებები დაემატა. ახლა უკვე შეგიძლია აქციები შენთვის სასურველ ფასად იყიდო ან გაყიდო - ბაზარზე მუდმივი დაკვირვების გარეშე.

ლიმიტ და სტოპ ორდერების მეშვეობით, წინასწარ შეარჩევ აქციის სასურველ ფასს და როგორც კი ბაზარზე მითითებული ნიშნული დაფიქსირდება, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება.

ლიმიტის დავალება - იყიდე და გაყიდე აქციები შენს მიერ შერჩეულ ფასად

ლიმიტის დავალება გაძლევს საშუალებას, მიუთითო ფასი, რომელშიც გსურს აქციის შეძენა ან გაყიდვა. როცა ღირებულება ზუსტად შენ მიერ მითითებულ ნიშნულს მიაღწევს, ყიდვის ან გაყიდვის დავალება ავტომატურად შესრულდება მითითებული ან უკეთესი ფასითაც კი. ეს დაგეხმარება, აქციები შენთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინო ან გაყიდო ისე, რომ ბაზარზე მუდმივი დაკვირვება არ დაგჭირდეს.

სტოპ დავალება - დააზღვიე ინვესტიცია რისკებისგან

სტოპ დავალება გეხმარება წინასწარ განსაზღვრო მინიმალური ფასი, რომელზეც აქციების გაყიდვა გინდა. როგორც კი ბაზარზე შენ მიერ მითითებული ფასი დაფიქსირდება, გაყიდვის დავალება ავტომატურად გააქტიურდება და ტრანზაქცია შესრულდება იმ მომენტისთვის არსებულ ფასად. სტოპ დავალება საშუალებას გაძლევს, შეამცირო რისკები და დაიცვა პორტფელი ბაზრის მკვეთრი მერყეობის პირობებში. შესაბამისად, როცა ფასი შენ მიერ მითითებულ ზღვრებს უახლოვდება, სტოპ დავალება მოქმედებას იწყებს, რათა ინვესტიცია არ შეგიმცირდეს იმაზე მეტად, ვიდრე განსაზღვრული გაქვს.

გაიმარტივე ინვესტირება თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე: https://app.tbcbank.ge/YiId/chj86sn2

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია