ელისონ ჰარტი - ნატო აგრძელებს მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ჰქონდეს რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად საჭირო მხარდაჭერა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პრესმდივანი ელისონ ჰარტი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინას იარაღს ნატოს მეშვეობით მიაწვდის.

ალიანსის პრესმდივანმა „რადიო თავისუფლების“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნატო აგრძელებს მუშაობას უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.

„მოკავშირეები აგრძელებენ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ჰქონდეს მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს მოიცავს სასწრაფო ძალისხმევას აშშ-სგან ძირითადი მარაგების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას“, - განაცხადა მან.

Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს