პარტია „გახარია საქართველოსთვის“ - „ოცნება“ რუსთაველის გამზირზე მორიგ სიმულაციას ატარებს, რაც კობახიძეს არ გაუჭირდება - კარგად გვახსოვს, როგორ თბილად უმასპინძლა გავრილოვს ჭიქით ხელში და როგორ ჩასვა თავმჯდომარის სავარძელში

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რუსთაველის გამზირზე „მორიგ სიმულაციას ატარებს“.

ამის შესახებ მან პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“.

„როგორც ჩანს, „ოცნება“ მორიგ სიმულაციას ატარებს. ნამდვილად, კობახიძეს არ გაუჭირდება ამ სიმულაციის ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს თუ როგორ თბილად უმასპინძლა გავრილოვს ჭიქით ხელში და როგორ ჩასვა ის თავმჯდომარის სავარძელში,“ - განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი