საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევა ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივითა და უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, შრომის ბაზრის მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომელიც დამსაქმებლების მოთხოვნების გაანალიზებას, სტრატეგიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებასა და პროფესიული მომზადების ეფექტურობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, კვლევაში ათი სხვადასხვა პროფილის ორგანიზაცია, მათ შორის, „მინიმარტი“, „არ ემ ჯი აურამაინი“, ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები, „ავტოტექნო“, ფილიალი სადგური თბილისი, თელასი, „ედელვაისი“, ქართული ავეჯის კლასტერი, „კოლორ პაკი“ და „უნისტილი“ მონაწილეობდნენ.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის განცხადებით, კვლევები ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიცირების საშუალებაა, რომელიც ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს და დადებით გავლენას ახდენს როგორც განათლების ხარისხზე, ასევე დასაქმების მაჩვენებლებზე.

„კვლევების ჩატარება უმნიშვნელოვანესია რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში კვლევა ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პროფესიული პროგრამები შრომით ბაზართან შესაბამისობაში მოიყვანოს. კვლევა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. კომპანიები იღებენ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი მოთხოვნები და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარონ მომავალ კადრებს. სტუდენტებისთვის კვლევა საშუალებას იძლევა უკეთ გაიაზრონ რა უნარები და კომპეტენციებია მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და ამის მიხედვით დაგეგმონ კარიერული განვითარება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის კვლევა, მიზნად ისახავდა არსებული ეკონომიკური გარემოს საჭიროებების სიღრმისეულ ანალიზს, რაც უმნიშვნელოვანესია განათლების სისტემასა და შრომის ბაზარს შორის ეფექტური კავშირის უზრუნველსაყოფად. კვლევის ძირითადი ამოცანები მოიცავდა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონესთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას, დამსაქმებლების მიერ დასაქმებისას საჭირო უნარებისა და კომპეტენციების იდენტიფიცირებას, ასევე პროფესიული განათლების პროგრამების შინაარსობრივი და სტრუქტურული განახლების საჭიროებების განსაზღვრას.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულ ფოკუსჯგუფებში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორებიც არიან: "მინიმარტი", "არ ემ ჯი აურამაინი", ნოვატორი ტექნოლოგიური სისტემები, "ავტოტექნო", ფილიალი სადგური თბილისი, თელასი, "ედელვაისი", ქართული ავეჯის კლასტერი, "კოლორ პაკი" და "უნისტილი", რომელთა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, შეგვეგროვებინა მრავალმხრივი, სფეროებზე მორგებული ანალიტიკური ინფორმაცია, რაც შრომითი მოთხოვნილებების უკეთ გასააზრებლად მნიშვნელოვანია. გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთ ფორმატში ჩატარებული კვლევა ქმნის საინფორმაციო ბაზას, რომლის საფუძველზე შესაძლებელია პროფესიული პროგრამების განვითარება ისე, რომ მათი შინაარსი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის დინამიკას, რაც თავის მხრივ, ზრდის კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსებსა და ბიზნეს სექტორის ეფექტიანობას“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო