აშშ-მა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო კუბის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო კუბის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წელს კუბაში საპროტესტო აქციების დროს „დემონსტრანტების უკანონო დაკავებისა და წამების გამო“ სანქციები კუბის პრეზიდენტს მიგელ დიას-კანელს, კუბის თავდაცვის მინისტრ ალვარო ლოპეს მიერასა და შინაგან საქმეთა მინისტრ ლასარო ალვარეს კასასს დაუწესა.

„აშშ კუბელი ხალხის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას აგრძელებს და ნათლად აცხადებს, რომ ჩვენს ნახევარსფეროში არალეგიტიმური და დიქტატორული რეჟიმების ადგილი არ არის“, - ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.

ცნობისთვის, კუბაში 2021 წლის ივლისში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გასაპროტესტებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი