ანდრეი სიბიგა აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთი ტერორის ესკალაციას აგრძელებს, ასობით დრონისა და რეკეტის გამოყნებით. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყოველდღიური ტერორის მასშტაბები მოსკოვისთვის ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებზე წვდომის ჩამორთმევის აუცილებლობას ადასტურებს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთის იერიშების მასშტაბი საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას უქმნის“.

„ჩვენი პარტნიორების ინტერესებშია, რომ ამ ტერორის ქარხანას დარტყმა ახალი მკაცრი სანქციებით მივაყენოთ: ევროკავშირის მე-18 პაკეტითა და გრემ-ბლუმენტალის კანონპროექტით“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით მასიური საჰაერო იერიში განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 26 რაკეტა და 597 დრონი გაუშვეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია