რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების მიერ იარაღის დაყრის შემდეგ თურქეთისთვის ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლების მიერ იარაღის დაყრის შემდეგ თურქეთისთვის ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ტერორისტულმა ორგანიზაციამ ადრე დაშლის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. გუშინ, კი ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩრდილოეთ ერაყში გამართულ ცერემონიაზე იარაღი დაყარა. გუშინდელი დღე ტერორიზმის 47-წლიანი ეპოქის დასრულებას აღნიშნავს. დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა და დიდებული თურქეთის კარი ფართოდ გაიღო“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, პარასკევს, ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ათობით მებრძოლის მიერ იარაღის დაყრის შემდეგ „თურქეთის ოთხმოცდაექვსმა მილიონმა მოქალაქემ გაიმარჯვა“.

„ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ. ჩვენ ამ ყველაფერს თურქეთისთვის, ჩვენი მომავლისთვის ვაკეთებთ“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს