შალვა პაპუაშვილი - რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს, თანხები რომ ჩაურიცხოს - კომფორტულად იღებენ ფულს, რომელიც, სხვა მხრივ, რომ ჰკითხო, მიუღებელია

როგორც ისინი ამბობენ, მათი წინაპრის ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება ჩარიცხვა. რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახია, სადაც დღეს არ გადააცილებს ხოლმე რუსეთის ბიუჯეტი, თანხები რომ ჩაურიცხოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ოჯახთან მიმართებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, თანხა, რომელიც ხოშტარიების ოჯახს ერიცხება, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან არის ჩარიცხული.

„მთავარი, რასაც ამბობენ ხოლმე, მათ შორის თავად ხოშტარია და მისი გარემოცვა და პრეტენზია რასაც რუსეთს უყენებენ ისაა, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს და არ უნდა ვენდოთ რუსეთს იმიტომ, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს. რა, მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახის მიმართ იცავს ხელშეკრულებებს რუსეთი?! როგორც ისინი ამბობენ, მათი წინაპრის ინტელექტუალური საკუთრების გამო ხდება ჩარიცხვა, ანუ გამოდის, რომ რუსეთი, მათი წარმოდგენით, მთელ მსოფლიოს ურღვევს ხელშეკრულებებს, არღვევს საერთაშორისო სამართალს და მაინც და მაინც, ხოშტარიების ოჯახი არის, სადაც დღეს არ გადააცილებს ხოლმე რუსეთის ბიუჯეტი, თანხები რომ ჩაურიცხოს. ყველას შევახსენებ, ეს არის ფედერალური ბიუჯეტიდან პირდაპირ ჩარიცხული თანხები. ასე რომ ესეც თავად აჩვენებს, რა ფარისევლობას აქვს ადგილი რადიკალებში და რომ სინამდვილეში წარმოსახვითია ის, რაც მათ უნდათ დათესონ თავიანთ მომხრეებში - სინამდვილეში ძალიან კომფორტულად იღებენ იმ ფულს, რომელიც სხვა მხრივ რომ ჰკითხო, არის მიუღებელი. ასე რომ მორალური დეგრადირების ერთ-ერთი მაჩვენებელია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს