კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს - მზად ვართ, უპირობოდ დავუჭიროთ მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი

ქვეყანა მზადაა, უპირობოდ დაუჭიროს მხარი ყველა ქმედებას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, - ინფორმაციას CNN-ი ჩრდილოეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სერგეი ლავროვი ქალაქ ვონსანში თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას, ჩოე სონ ჰუის შეხვდა.

„გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა კორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნის, ასევე, რუსეთის ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ქმედებების მიმართ“, - განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი ვიზიტით პარასკევს ჩავიდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი