მდინარე ალაზანში კაცი დაიხრჩო

მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დღეს, შუა დღით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,კაცი მდინარის მიმდებარედ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, წყალში შევიდა და სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს, ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!