ემანუელ მაკრონი - ევროპის თავისუფლება ამხელა საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ

ევროპის თავისუფლება ამხელა საფრთხის წინაშე არასდროს ყოფილა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, გადამწყვეტ მომენტში ვცხოვრობთ რთული გეოპოლიტიკის გამო, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, როდესაც თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გეგმა წარადგინა.

მაკრონი, რომელმაც პარიზში შეიარაღებულ ძალებს მიმართა, გამოვიდა მოწოდებით, რომ საფრანგეთის თავდაცვის ხარჯები მომავალ წელს 3.5 მილიარდი ევროთი და შემდეგ, 2027 წელს, კიდევ 3 მილიარდი ევროთი გაიზარდოს.

„იმისათვის, რომ ამ სამყაროში თავისუფალი იყო, შენი უნდა ეშინოდეთ. იმისთვის, რომ შენი ეშინოდეთ, ძლიერი უნდა იყო“, - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ნატო-ს წევრები შეთანხმდნენ, რომ ყოველწლიურად თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს დახარჯავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს