ბორის პისტორიუსი - გერმანია უკრაინისთვის Taurus-ების და Patriot-ების გადაცემას არ გეგმავს

გერმანია არ გეგმავს უკრაინას Taurus-ის ტიპის საჰაერო ფრთოსანი რაკეტები და ამერიკული Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცეს, რომელიც მისი არმიის შეიარაღებაშია, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

„გერმანიაში მხოლოდ ექვსი დაგვრჩა. ეს მართლაც ძალიან ცოტაა, განსაკუთრებით ნატო-ს მიზნების გათვალისწინებით, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ნამდვილად ვეღარ მივცემთ მეტს“, - აღნიშნა პისტორიუსმა Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, განიხილავს წინადადებას, რომელიც მან გასულ თვეში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს წარუდგინა და რომელიც გერმანიას საშუალებას მისცემს, აშშ-სგან კიევისთვის Patriot-ის ორი სისტემა შეიძინოს.

ბორის პისტორიუსმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ Taurus-ის რაკეტებს არ მიაწვდის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს