პარტია „ფედერალისტები“ - სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში

სამარტოო საკანში გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ბიძინა ივანიშვილის ხელში, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოში მიტაცებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა იცავდეს“.

„ყველა უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოებას რადიკალურ განუკითხაობასა და ქაოსთან აახლოებს, პასუხისმგებლობა პერსონალურად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობებს ეკისრებათ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ქვეყანა რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში ჩაძირონ და მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრების შანსი მოუსპონ.

მხოლოდ მტკიცე სახალხო წინააღმდეგობის და რეჟიმთან ართანამშრომლობის გზით შევძლებთ საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფსისგან ვიხსნათ და მშვიდობიანი თანაცხოვრებით, ერთმანეთის მოსმენით და თანასწორი, სამართლიანი გარემოს შექმნით კვლავ შევუდგეთ საერთო კეთილდღეობის შენებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა