ვოლოდიმირ ზელენსკი კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა, - ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„განვიხილეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ის, თუ რა შეგვიძლია პრაქტიკულად ერთად გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას მივუახლოვდეთ. ეს მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ერთობლივ წარმოებას და თავდაცვითი იარაღის შეძენას ევროპასთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა, სანქციებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა მადლობელია და აფასებს შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას.

„მადლობას ვუხდი კიტ კელოგს უკრაინაში ამ ვიზიტისთვის. მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალებისა და ჩვენი ქვეყნებისთვის დადებითი გადაწყვეტილებებისთვის. ღრმად ვაფასებთ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, კიტ კელოგი უკრაინას დღეს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში რამდენიმე დღით დარჩება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს