Reuters - ესპანეთში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირების შემდეგ რვა ადამიანი დააკავა

ესპანეთში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და მიგრანტებს შორის დაპირისპირების შემდეგ რვა ადამიანი დააკავა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ესპანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, პოლიციამ ქალაქ ტორე პაჩეკოში არეულობის დროს, რომელიც სამი დღეა გრძელდება, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხუთი ესპანელი და ერთი ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის პირი დააკავა.

გამოცემის ინფორმაციით, დღეს ღამით, რამდენიმე ახალგაზრდამ პოლიციელებს შუშის ბოთლები ესროლა, ხოლო პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ცნობისთვის, ტორე პაჩეკოში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 68 წლის მამაკაცმა ესპანურ მედიას განუცხადა, რომ ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის სამმა ახალგაზრდამ ქუჩაში სცემა.

პოლიციის ცნობით, მთავარი დამნაშავის ვინაობა ცნობილია და ახლა მას ეძებენ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს