„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

15 ივლისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, კვაჭანტირაძის ქუჩა N7-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ განცხადებას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 16 ივლისის დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ონაშვილის, შუამთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ორბელების, ლაღიძის, ზაქარია მხარგრძელის, 17 შინდისელის, მანდელშტამის ქუჩებს. ასევე წულუკიძის ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით. ხომლელის, კვაჭანტირაძის, ჯავახეთის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, კუპრაძისა და შანდორ პეტეფის ქუჩების ნაწილებს. ვარკეთილის მე-4 მიკრო რაიონის ნაწილს, და ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრო რაიონს. მე-8 ლეგიონის და სამგორის დასახლებებს, აეროდრომის დასახლების ნაწილს. ასევე კახეთის გზატკეცილის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება