ირაკლი კობახიძე - არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ, პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები, ამისათვის მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს

არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება.

ასევე კობახიძე აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს სახელფასო გრაფაში ჰქონდა მეტსახელიც.

„არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, მას ჰქონდა მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ვიღაცებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა, არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს", - განაცხადა პრემიერმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, ვინ არიან აღნიშნული პირები.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ