პაატა მანჯგალაძე - ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა, ასე იქცევიან მაშინ, როცა დასასრულის მოახლოებას გრძნობენ

ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმა ისევე, როგორც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სიგნალია - პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა, - ამის შესახებ აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯაგალაძე.

მანჯგალაძის თქმით, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები „ივანიშვილის პირადი ვენდეტაა“.

„ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმა ისევე, როგორც რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა, სიგნალია - პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა.

როცა ციხე იქცევა იარაღად და სამართლიანობა შურისძიებად, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმს მხოლოდ ერთადერთი საშუალება დარჩა, ძალადობა თავის გადასარჩენად.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ვენდეტა. ასე იქცევიან მხოლოდ მაშინ, როცა დასასრულის მოახლოებას გრძნობენ.

ბრძოლა ბოლომდე, რომ ეს რეჟიმი დასრულდეს და არა თავისუფლება ქვეყანაში", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს