დონალდ ტრამპი - Patriot-ის სისტემები უკრაინაში ძალიან მალე იქნება

Patriot-ის სისტემები უკრაინაში ძალიან მალე იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გაიგზავნება. რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც Patriot-ები აქვს ჩაანაცვლებს იმ სისტემებს, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „ძლიერი ევროპა ძალიან კარგი რამ არის“.

„გერმანიასა და დიდი ქვეყნების უმეტესობას ვესაუბრე და ამ საკითხის მიმართ ენთუზიაზმით არიან განწყობილები. მათ ომის დასრულება სურთ და მზად არიან, რომ ამისთვის ძალიან შორს წავიდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ბევრს“ ესაუბრება.

„ამის დასრულების შესახებ პუტინთან ბევრს ვსაუბრობ და საუბრის შემდეგ ყოველთვის ვამბობ, რომ ეს კარგი სატელეფონო ზარი იყო. თუმცა, ამის შემდეგ კიევისა და სხვა ქალაქების მიმართულებით რაკეტებს უშვებენ. როცა ეს სამჯერ და ოთხჯერ ხდება, შემდეგ უბრალოდ ამბობ, რომ საუბარს აზრი აღარ აქვს. მასთან ჩემი საუბრები ყოველთვის სასიამოვნოა. როცა სახლში ვბრუნდები პირველ ლედის ვეუბნები, რომ დღეს ვლადიმერთან მშვენიერი საუბარი მქონდა. ის კი მეუბნება: მართლა? ახლახან კიდევ ერთი ქალაქი დაბომბეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს