ვაჟა სირაძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარ ნგრევაზე - ამ ეტაპზე გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად არ გვაქვს ინფორმაცია - მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე, როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.

შემთხვევის ადგილიდან მყისიერად მოვახდინეთ მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და ვიცავთ უსაფრთხოებას.

რაც შეეხება ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას გარდაცვლილების თაობაზე, აუცილებლად მოგახსენებთ”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს