სალომე ზურაბიშვილი - გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია

გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა უპირველესი ვალია ხელისუფლების, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება თბილისში, "სადგურის მოედანზე" კორპუსში მომხდარ ნგრევას, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა.

როგორც ზურაბიშვილი წერს, ეს ტრაგედია დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია და ავარიული შენობები თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია.

მისი განცხადებით, ხელისუფლების გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას მოქალაქეები ეწირებიან.

“ძნელია ანუგეშო ადამიანები, რომლებმაც დღეს, ამ ტრაგედიის შედეგად, ოჯახის წევრი, ახლობელი და მეგობარი დაკარგეს, ვუსამძიმრებ და მათ გვერდში ვდგავარ ამ უმძიმეს წუთებში.

მაგრამ ეს ტრაგიკული შემთხვევა მხოლოდ პირადი ტრაგედია არ არის, ეს ჩვენს დედაქალაქში სისტემური პრობლემის ნაწილია, რომელსაც ავარიული შენობები ჰქვია და რომელზე პასუხისმგებლობაც სრულად დედაქალაქის მერიას ეკისრება.

დღეს ეს პრობლემა თბილისის თითქმის ყველა ისტორიულ უბანშია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, თუმცა დღეს ამ საკითხის მიმართ სრული იგნორია იმ პირების მხრიდან, რომლებიც ამ საკითხებზე დღე და ღამ უნდა მუშაობდნენ.

ვერც პრევენციულ ზომებს ვხედავთ და მით უფრო, ვერც რაიმე სახის სისტემურ მიდგომასა ან გეგმას, ანდა თუ არსებობს ეს, მხოლოდ ქაღალდზე და ხალხის პრობლემის მოგვარებას არ ემსახურება.

გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან, რომელთა უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების უპირველესი ვალია, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვის”, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. სამაშველო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი. სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები კი ამ დრომდე გრძელდება.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო