ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის, მზადყოფნისთვის, ჩვენი ხალხი დაიცვას - ომი მხოლოდ პუტინის სურვილის გამო გრძელდება, მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი

პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ მისი მზადყოფნის გამო, რომ ჩვენი ხალხი დაიცვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„ეს ომი მხოლოდ რუსეთის გამო გრძელდება, პუტინის სურვილის გამო, რომ იგი გააჭიანუროს. რუსეთი ცდილობს ომი „ახალ ნორმად“ აქციოს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთი იძულებული გახდეს მკვლელობები შეწყვიტოს, რათა რეალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას მივაღწიოთ. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „რუსეთის ომის დაფინანსება უნდა დასრულდეს“.

„მისი კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან უნდა დასრულდეს. რუსეთის სამხედრო მრეწველობისთვის კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდება უნდა შეწყდეს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-თან თავდაცვის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებებზე მუშაობს.

„უკრაინისთვის Patriot-ებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებების მომზადებისთვის ჩვენი გუნდის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ნორვეგიის მადლობელი ვარ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ