დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს

დონალდ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ეს ძალიან კარგი საუბარი იყო. მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის, მკვლელობების დასასრულებლად და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად ერთობლივი მუშაობის გაგრძელებისთვის თქვენი მზადყოფნისთვის“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან მისი შეხვედრის დეტალები გაუზიარა.

„პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ აუცილებელი საშუალებები და გადაწყვეტილებები, რათა რუსული თავდასხმებისგან ხალხის უკეთ დაცვა უზრუნველვყოთ და ჩვენი პოზიციები გავაძლიეროთ. ჩვენ მზად ვართ, მშვიდობის მისაღწევად რაც შეიძლება პროდუქტიულად ვიმუშაოთ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს