გიორგი ბარამიძე „სადგურის მოედანზე“ მომხდარზე - ეს არ მოხდებოდა, რომ არა დაუდევრობა რეჟიმის წარმომადგენლებისა, რომელთაც მხოლოდ ფულის კეთება ახსოვთ - ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები ვერ დაიცვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის გიორგი ბარამიძის განცხადებით, თბილისში, სადგურის მოედანზე ავარიული სახლის ჩამონგრევის მიზეზი ხელისუფლების დაუდევრობა და გულგრილობაა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ავარიულ შენობაში უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო და არც გამაფრთხილებელი ნიშანი არსებობდა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გუშინ თბილისში სახლის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების ოჯახის წევრებს, ყველა ახლობელს. ბუნებრივია, ეს სამწუხარო ამბავი არ მოხდებოდა, რომ არა დაუდევრობა, გულგრილობა, უგულობა ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ახსოვთ მხოლოდ ფულის კეთება. ელემენტარული უსაფრთხოების ნორმები ვერ დაიცვეს, როდესაც კარგად იცოდნენ, რომ სახლი არის ავარიული. ბუნებრივია, ამ სახლში არც არავინ უნდა ცხოვრობდეს და როგორც მინიმუმ, შემოფარგლული უნდა იყოს, რომ არავინ დაშავდეს და დაიღუპოს ისე, როგორც მოხდა. ავარიულ შენობას შესაბამისი უსაფრთხოების ზომები სჭირდება, რაც განხორციელებული არ იყო. ქალაქის მერის მორიგი სამარცხვინო გამოსვლა ვნახეთ, რომ თურმე იმ სახლში მცხოვრები ადამიანების ბრალი ყოფილა ეს მსხვერპლი და არა მისი ან მისი თანამშრომლების დაუდევრობისა და უგულობის“,-განაცხადა ბარამიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია დასრულებულია. მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაიყვანილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო