Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ

სომხეთში მოგზაურებს ახლა მარტივი და უსაფრთხო საერთაშორისო QR გადახდების გაკეთება შეუძლიათ Ant International-ის Alipay+ მეშვეობით, რაც ქვეყნის ბიზნესებში ტურისტულ გამოცდილებას 85%-ით გაზრდის.

Alipay+-თან Idram-ის სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთს ციფრული გადახდების ძლიერ გლობალურ ეკოსისტემაში ათავსებს, და სომხეთის ტურისტული ეკონომიკის განვითარების დასახმარებლად ადგილობრივ ბიზნესებს გლობალურ მოგზაურებთან ყოვლისმომცველი ციფრული მეთოდის მეშვეობით აკავშირებს.

Idram-მა, სომხეთის წამყვანმა ციფრული გადახდების პლატფორმამ, პარტნიორობა დაამყარა Alipay+-თან, Ant International-ის მიერ ოპერირებად გლობალური საფულის კარიბჭესთან, რათა ოფიციალურად გახსნან საერთაშორისო QR გადახდები გლობალური მომხმარებლებისთვის სომხეთში, კავკასიის რეგიონში პირველი ბაზრისთვის, რომელმაც Alipay+-ის მიღება დაუშვა. პარტნიორობა ემყარება Idram-ის ციფრულ ინფრასტრუქტურას, რათა გლობალური მოგზაურები ადგილობრივ ბიზნესებთან დააკავშიროს, რაც დაეხმარება სომხეთის ტურისტული ეკონომიკის განვითარებას და ადგილობრივ ბიზნესებს Alipay+-ის ციფრულ მეთოდებთან დააახლოვებს.

ამ ინტეგრაციის მეშვეობით, Alipay+-ის მომხმარებლებს ახლა საშუალება ექნებათ, რომ Idram QR კოდების მარტივად დასკანერებით საერთაშრისო გადახდები განახორციელონ ათასობით სომხურ ბიზნესში საკუთარი პრიორიტეტული საფულეების გამოყენებით, და ამავდროულად წვდომა მოიპოვომ ადგილობრივ შეთავაზებებსა და ერთგულების პროგრამებზე.

“ეს პარტნიორობა ინოვაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი Idram-ის ერთგულების დასტურია”, - განაცხადა არსენ კდენიანმა, Idram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

“Alipay+-ისთვის ჩვენი QR ინფრასტრუქტურის გახსნით ჩვენ არა მხოლოდ ენთუზიაზმით ვეგებებით საერთაშრისო გადახდების მომავალს, არამედ ასევე მისასალმებელ და კომფორტულ გამოცდილებას ვქმნით მილონობით გლობალური მომხმარებლისთვის, რომლებიც სომხურ ბიზნესებთან ურთიერთობენ.”

მომდევნო თვეებში სომხეთის საცალო ვაჭრობისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ბიზნესების 85%-ზე მეტი, მათ შორის წარმყვანი სუპერმარკეტები და პოპულარული ტურისტული ბიზნესები, მიიღებენ საერთაშორისო გადახდებს Alipay+-ის პარტნნიორი ბანკების აპლიკაციებიდან და ციფრული საფულეებიდან. მას შემდეგ რაც შემოღება დასრულდება, სომხეთის მასშტაბით 25,000 ბიზნეს ლოკაცია Idram-ის სავაჭრო ქსელის მეშვეობით Alipay+ის მიმღები გახდება. ბრენდის ხილვადობა გაძლიერებულ იქნება ახალი Alipay+ POS მასალებით, რათა საერთაშორისო მომხმარებლებს გზა გაუკვალონ QR კოდების მიღებ ბიზნესებისკენ.

ბატონმა კდენიანმა ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში Idram გააგრძელებს Alipay+თან ერთად მუშაობას, რათა Alipay+-ის გლობალური ბიზნესების ეკოსისტემაში Idram-ის საფულეების მომხმარებლებისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნას. Alipay+ 36 მობილური გადახდების პარტნიორის 1.7 მილიარდი მომხმარებლის ანგარიშს ემსახურება, და მათ 70 ბაზრის მასშტაბით 100 მილიონ ბიზნესთან აკავშირებს.

თანამშრომლობა სომხეთს ციფრული გადახდების ძლიერ გლობალურ ეკოსისტემაში ათავსებს, ადგილობრივ ბიზნესებს საერთაშორისო მოგზაურებთან აკავშირებს და საზღვრებს მიღმა ბიზნესებს ინკლუზიურ ზრდაში ეხმარება.

“აღფრთოვანებულები ვართ Idram-თან თანამშრომლობით რათა გავხსნათ Alipay+ სომხეთში, რაც სამოგზაურო გამოცდილებას გააუმჯობესებს საერთაშორისო მოგზაურებისთვის მსოფლიოს მასშტაბით” გააკეთა კომენტარი პიეტრო კანდელამ, Alipay+-ში EMEA-ის გემერალურმა მენეჯერმა, “Alipay+-ით ყველა ზომის სომხურ ბიზნებსს შეეძლება ისარგებლოს იკლუზიური დიჯიტალიზაციით, რაც ამ პოპულარული სამოგზაურო დანიშნულებისთვის გლობალური ტურიზმის ეკონომიკური სარგებლების გახსნას ეხმარება.”

Idram-ის შესახებ

2004 წელს დაარსებული, Idram სომხეთის ციფრული ფინანსების წამყვანი პლატფორმაა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს ყოვლისმომცველ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის ელექტრონულ საფულეს, QR/NFC გადახდებს, ფულად გზავნილებს, და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს.

Alipay-ის შესახებ

Ant International-ის Alipay+ გაერთიანებული საფულის კარიბჭეა საერთაშორისო გადახდებითა და დიჯიტალიზაციის სერვისებით, რომლებიც გლობალურ ბიზნესებს მომხმარებლებთან დაკავშირებას ეხმარებიან. მომხმარებლები სარგებლობენ მარტივი გადახდებით, შემოთავაზებების ფართო არჩევანითა და საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ციფრული სერვისების მოხერხებულობით თავისი პრიორიტეტული გადახდების აპლიკაციის/ელექტრონული საფულის გამოყენებით. ბევრი პატარა და საშუალო ზომის ბიზნესი უკვე იყენებს Alipay+-ის ციფრულ ინსტრუმენტებს ეფექტურობის გასაზრდელად და ყოვლისმომცველი ზრდის მისაღწევად.

IDRAM რეგულირდება სომხეთის ცენტრალური ბანკის მიერ.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო