„სადგურის მოედანთან“ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის საკითხზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა - ისინი კახა კალაძის და თბილისის მერიის „დანაშაულებრივი უმოქმედობის“ გამოძიებას ითხოვენ

თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევასთან დაკავშირებულ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.

როგორც გენერალურ პროკურატურასთან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მიერ უწყებაში შეტანილი განცხადება „კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიმართ დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ემსახურება“.

ფარულავას განმარტებით, მათ მოლოდინი არ აქვთ, რომ საქართველოს პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს.

„უპირველესად, „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არ არის უბრალოდ ტრაგედია, ეს არის მკვლელობა. ამ ყოველივეს წინ თბილისის მერიის და კახა კალაძის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობა უძღოდა. მათ თავად განაცხადეს, რომ იცოდნენ ბაზრობაზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, რომ ავარიული კორპუსი იყო, თუმცა მოსახლეობა არავინ გააფრთხილა, ავარიული საცხოვრებელი კორპუსი არავინ შემოსაზღვრა უსაფრთხოების [ლენტით], არავინ არაფერი გააკეთა. ეს შედეგია კორუფციული მმართველობის. ეს არ არის უბრალოდ უყურადღებობა, ეს არის სისტემური, სახელმწიფოებრივი გულგრილობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახა კალაძის და თბილისის მერიის მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ უმოქმედობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახეზეა არამხოლოდ დანაშაულებრივი უმოქმედობა, არამედ გულგრილობა და დაუდევრობა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს