ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი - ლატვიისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა - ღრმად ვწუხვართ იმის გამო, რაც საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება

ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა. ღრმად ვწუხვართ იმის გამო, რაც საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, არტიომს ურშულსკისმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი ერთობა და ძალა ევროპელ პარტნიორებს შორის იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ.

„არსებობს პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არსებობენ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ან აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რადგან მხოლოდ ერთობლივი და ძლიერი ერთობლივი პოზიციაა ეფექტური. გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სხვებთან, გვყავს თანამოაზრე ქვეყნების ჯგუფი, რომელიც საკმარისად დიდია და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი პარტნიორი ისაუბრებს ხმამაღლა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ გვჭირდება მეტი ძალა, თუ გვსურს გვქონდეს პროგრესი დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს