ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს

ვხედავ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებს შორის ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს, - ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„პირველ რიგში, საქართველოს შესახებ 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად შეხვედრაზე ვისაუბრებთ. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობის მიდგომასთან დაკავშირებით ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს. ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან ველით. მე საქართველოს მოსახლეობაზე ვფიქრობ. ვხედავ, რომ ბევრი მათგანი ევროპული ჰორიზონტისკენ ისწაფვის, ბევრი მათგანი უვიზო რეჟიმს აფასებს. დღეს გავიხილავთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ფართოდ გაზიარებული შეშფოთება არსებობს, რადგან ეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კასპარ ველდკამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი