კახა კალაძე - ყველა პარტია მარცხისთვისაა განწირული, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“ - ხალხმა უსამშობლო აგენტურას თავისი სახელი დაარქვა, ყოველთვის წარუმატებელი იქნები, როცა სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურები

არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია მარცხისთვისაა განწირული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის” და „ლელო -ძლიერი საქართველოს“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაფორმებულ მემორანდუმს გამოეხმაურა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ეყოლებათ კანდიდატი. როგორც თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, საკრებულოში, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ქართველმა ხალხმა, უსამშობლო აგენტურას თავისი სახელი დაარქვა. მათ მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია მარცხისთვისაა განწირული. ის იქნება წარუმატებელი ყოველთვის, როცა სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურები, გარედან იღებ მითითებებს, საერთოდ არ გადარდებს შენი ქვეყანა და შენი ქვეყნის ინტერესი. რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრების შიმშილობის დაანონსებას, თუ ვინმეს შიმშილობა უნდა, ამას არ ვურჩევ არავის, ეს არის ძალიან ცუდი, საკუთარი ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი. რა შედეგი უნდა მიიღო ამით, წარმოუდგენელია. არჩევნებს რაც შეეხება, არჩევნები ჩატარდება მაღალ დონეზე, სადაც ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავისი ნების დაფიქსირების“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოეწერა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში