ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის ციხიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის #12 საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე დღეს აპირებს აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართოს, რადგან საკანში ცემის შემდეგ, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ გიორგი ბაჩიაშვილის გლდანის დაწესებულებაში დარჩენა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მე-8 დაწესებულებაში ბაჩიაშვილის დარჩენა „მაღალი რისკის“ შემცველია.

„გიორგის მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, იგივეა, რაც გუშინ იყო. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, გარკვეული მონაკვეთები შეხვეული აქვს, მათ შორის თავი, ხელი, აქვს ძალიან დიდი დაზიანება, მათ შორის მარცხენა ხელზე. თავის არეში 3 ნაკერი აქვს, ეტლით გადაადგილდება, გადაადგილების და კოორდინაციის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჯგუფთან გასაუბრების დროს იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაგრძელება აღარ შეეძლო. დღეს ვაპირებთ მივმართოთ პენიტენციურ სამსახურს. მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი იმავე დაწესებულებაში დაბრუნება. მოვითხოვთ #12 დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც ის იყო მანამ, სანამ მისი აქ გადმოყვანა მოხდებოდა. ცხადია, ნებისმიერ დაწესებულებაში ის რისკის ქვეშ არის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ იმავე დაწესებულებაში მისი დაბრუნება არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი. ამიტომ, უფრო მიზანშეწონილი იქნება მისი იქ დაბრუნება“, - განაცხადა ჯანდიერმა „ტვ პირველთან“.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა