სერგეი რიაბკოვი - რუსეთისთვის ულტიმატუმები მიუღებელია - თუ დიპლომატიური გზით შედეგებს ვერ მივაღწევთ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ეს პოზიცია ურყევია და გვსურს, აშშ და ნატო ამას სრული სერიოზულობით მოეკიდონ

რუსეთისთვის ულტიმატუმები მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.

„რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ, რომ მოთხოვნების წაყენების, განსაკუთრებით კი ულტიმატუმების წაყენების ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, მოსკოვს „უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულება სურს და მოლაპარაკებებისთვის მზად არის“.

„მაგრამ, თუ ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყვება და დიპლომატიური გზით შედეგებს ვერ მივაღწევთ, მაშინ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. ეს პოზიცია ურყევია და გვსურს, რომ აშშ და ნატო ამას სრული სერიოზულობით მოეკიდონ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს