უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 5 ნოემბრამდე გაახანგრძლივა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით, 5 ნოემბრამდე, გახანგრძლივება დაამტკიცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჟელეზნიაკის თქმით, გადაწყვეტილებას მხარი 320 პარლამენტარმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. ის ძალაში 7 აგვისტოს შევა და 90 დღის განმავლობაში, ანუ 5 ნოემბრამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ 16 აპრილს უკრაინაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!