პეტრე ცისკარიშვილი - ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს - საბოლოოდ, ალბათ, შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც სავიზო რეჟიმის დაბრუნება ჰქვია

ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირად შეეცდება, უვიზო რეჟიმის შეჩერება ევროპას დააბრალოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებისა და მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით“.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, ყველანაირად შეეცდება, რომ ევროპას დააბრალოს და ქართველი ხალხის თვალში ევროპა ის ბოროტმოქმედი იყოს, რომელმაც საქართველო აღარ მოინდომა, ჩვენს ხალხს დაუწესა სავიზო რეჟიმი და ა.შ. სინამდვილეში, ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ „ოცნების“ გადაწყვეტილებების, მათი ქმედებების დამსახურებაა ის, სადამდეც დღეს მივედით. საბოლოოდ, ალბათ, შემოდგომისთვის მივა ბოლომდე ის საქმე, რასაც ჰქვია სავიზო რეჟიმის დაბრუნება შენგენის ქვეყნებთან მიმოსვლის დროს. ეს დაგვაზიანებს ჩვენ პოლიტიკურადაც, ეკონომიკურადაც, ტურიზმის თვალსაზრისითაც და მთლიანობაში, ევროინტეგრაციის გზაზე უკან დავიხევთ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს