საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა და ელჩების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ჟან-ნოელ ბარომ დღეს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიწვევით ჩადის.

„მომავალი კვირის ორშაბათს, 21 ივლისს, ანდრეი სიბიგას მიწვევით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად უკრაინაში გავემგზავრები, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო უკრაინის მიმართ საფრანგეთისა და ევროპის მხარდაჭერა“, - განაცხადა ბარომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს