ნიკა გვარამია - ართანამშრომლობას პლუს წინააღმდეგობა უდრის „ბოიკოტს“ და არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს

ართანამშრომლობას პლუს წინააღმდეგობა უდრის "ბოიკოტს" და არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია წერილში წერს, რომელიც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ბოიკოტი სწორედ ართანამშრომლობაზე და წინააღმდეგობაზე გადის.

“არასწორად გამოყენებულ სიტყვა “ბოიკოტზე” მინდა, დავწერო. უფრო სწორად კი იმაზე, რასაც რეალურად ვგულისხმობთ: ართანამშრომლობას + წინააღმდეგობაზე.

"ბოიკოტი" არჩევნებზე მისვლაზე მეტად, ანუ ე.წ. არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებზე მეტად, საარჩევნო ბიულეტინის შინაარსში აისახება: როცა არც ერთი მეინსტრიმული პარტია არ მონაწილეობს, თან კონტექსტი იმგვარია, რომ თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეშია, ამ დროს „a priori“ გამორიცხულია ლეგიტიმური არჩევნების ჩატარება. ზუსტად ამ მიმართულებით ქმნის რისკს 2 მეინსტრიმული პარტიის არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა, იმედია, ეს პრობლემა ამ პარტიების პრობლემად დარჩება და არა ჩვენი სამშობლოსი.

არ გაგიგიათ "ბოიკოტის" ( შეგახსენებთ, ეს უდრის ართანამშრომლობას + წინააღმდეგობას) რეალური შედეგები სადმე დამდგარიყოს? ეს როგორ?

- აბა რამ გამოიწვია რეჟიმის არაღიარება?

- აბა რამ გამოიწვია სანქციები?

- აბა რამ შექმნა ობიექტური წინაპირობა იმისა, რომ პროტესტი უწყვეტია და რეალურ შედეგზე გასვლის არათუ იმედი არსებობს, არამედ ურყევი რწმენაც?

-აბა რატომ სხედან ადამიანები ციხეებში და იქ ხელები კი არ ჩამოუშვეს, არამედ აქამდე არნახული მორალური უპირატესობა მოიპოვეს?

-აბა რატომ აყროლდა ივანიშვილის ხელისუფლების ოლიგარქიული პირამიდა, რომელიც ძალიან მდგრადი იყო მანამდე?

ვინც ფიქრობს, რომ ეს თავისით მოხდა, ღრმად ცდება.

მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირი ასეთია: "ბოიკოტით" მორყეული სისტემა - რეჟიმის აყროლებაა. ასეა და არა პირიქით. ყოველთვის და ყველგან ასეა, არა მარტო ოლიგარქიულ საქართველოში.

და ბოლოს და ბოლოს: როცა რაციონალურად ვერ იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ მორალურ იმპერატივს უნდა მიყვე. მორალური იმპერატივი კი მკაფიოდ დაგვიდგინა საზოგადოებამ:

ართანამშრომლობას + წინააღმდეგობა = "ბოიკოტს"

და არანაირი ადგილი არჩევნებისთვის ამ ერთადერთ სწორ ( პრაგმატულადაც და მორალურადაც) განტოლებაში უბრალოდ არ არსებობს.

ოლიგარქია უნდა დაემხოს!“, - წერს გვარამია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია