კაია კალასი - რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების გახშირება შემაშფოთებელი და აუტანელია

რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, რათა რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენებით ქვეყანა დაიმორჩილოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ისაუბრა გერმანიისა და ნიდერლანდების დაზვერვის ანგარიშებზე, რომლებიც აჩვენებს, რომ მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქიმიური იარაღი სულ მცირე 9000-ჯერ გამოიყენა და ახლა კი მის გამოყენებას აძლიერებს.

„მაშინ, როცა დაზვერვის სამსახურები აცხადებენ, რომ ეს რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება უფრო ინტენსიური ხდება ვფიქრობ, რომ ეს დიდ, დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთს სურს რაც შეიძლება მეტი ტკივილისა და ტანჯვის მიყენება, რათა უკრაინა დანებდეს. მოგეხსენებათ, ეს ნამდვილად აუტანელია“, - აღნიშნა კალასმა.

რუსეთმა ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვის შესახებ კონვენციას ხელი 1993 წლის 13 იანვარს მოაწერა და მისი რატიფიცირება 1997 წლის 5 ნოემბერს მოახდინა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის