ისრაელმა დაბომბა სირიის ძალები, რომლებიც დრუზების ქალაქში შევიდნენ

ისრაელის განცხადებით, ქალაქ სუვეიდას მახლობლად სირიის სამთავრობო ძალები დაბომბეს, როდესაც ისინი ორდღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ქალაქში შევიდნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მან სუვეიდაში ძალებსა და იარაღზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რადგან მთავრობა დრუზების წინააღმდეგ მათ გამოყენებას აპირებდა.

სირიამ ისრაელის ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ დარტყმებს შეიარაღებული ძალების წევრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისრაელი სრულად არის პასუხისმგებელი სამხრეთ სირიაზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებსა და მათ შედეგებზე.

ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობათა ბევრი თემი - მათ შორის დრუზები - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს