რუსებმა ვინიცას, ხარკოვს, იზმაილსა და კრივი-რიჰს დაარტყეს - არიან დაშავებულები

რუსებმა ღამით უკრაინის ქალაქ ვინიცაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსებმა ხარკოვსაც შეუტიეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავდა სამი ადამიანი.

ამასთან, რუსულა ძალებმა „შაჰედის“ დრონებით თავდასხმა განახორციელეს იზმაილის რაიონზეც. რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციის ცნობით, ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

რუსებმა სერიოზული დარტყმა მიაყენეს ქალაქ კრივი-რიჰს.

„ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ბალისტიკური რაკეტა და 28 „შაჰედი“ ერთდროულად“, - განაცხადა ქალაქის მერმა, ალექსანდრე ვილკულმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო განადგურდა. საწარმოს პერსონალი თავშესაფარში იმყოფებოდა და მათგან არავინ დაშავებულა, თუმცა ქალაქში დაშავდა 17 წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს