კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა

კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მიერ უმაღლესი საერთაშორისო კლინიკური ხარისხის ნიშანი მიენიჭა. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ონკოგინეკოლოგიის გუნდის მიერ პაციენტთა უსაფრთხოებისა და მკურნალობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველსაყოფად არაერთი საერთაშორისო სტანდარტი და პროტოკოლი დაინერგა.

ESGO (European Society of Gynaecological Oncology) — ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის აკრედიტაცია არის ხარისხის საერთაშორისო ნიშანი, რომელიც ენიჭება იმ სამედიცინო დაწესებულებებს ან სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ონკოგინეკოლოგიური მართვისთვის განსაზღვრულ მაღალ ევროპულ სტანდარტებს.

საერთაშორისო აღიარება გულისხმობს მკურნალობის ხარისხისა და პერსონალის მაღალ კვალიფიკაციას და მიზნად ისახავს პაციენტებისთვის საუკეთესო შედეგების უზრუნველყოფას.

“აღნიშნული აკრედიტაცია არა მარტო კავკასიის მედიცინის ცენტრის, არამედ საქართველოს ჯანდაცვის ინდუსტრიის დიდი წარმატებაა, გვიხარია, რომ ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს ონკოგინეკოლოგიის სფეროს განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში პაციენტებისთვის მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების და ხარისხის უმაღლესი სტანდარტის შეთავაზებას ისახავს მიზნად.” - სოფიო ასპანიძე, კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი.

“საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მიენიჭა კავკასიის მედიცინის ცენტრს და ჩვენს დეპარტამენტს არა მხოლოდ ერთი ჰოსპიტლის აღიარებაა, არამედ მთელი ქვეყნის. ჩვენი გუნდის მიერ მკურნალობა საერთაშორისო კვლევებით დამტკიცებული გაიდლაინების მიხედვით ტარდება”, - აღნიშნა კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოგინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა არჩილ შარაშენიძემ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს