მედია - საფრანგეთი უკრაინისთვის ამერიკული იარაღის ევროპის მიერ შეძენის სქემაში მონაწილეობას არ მიიღებს

საფრანგეთი არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ სქემაში, რომლის მიხედვითაც ევროპელები უკრაინისთვის ამერიკელებისგან იარაღს შეიძენენ, - ამის შესახებ Politico-ს წერს.

გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ოვალურ კაბინეტში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიტანეთისა და ნიდერლანდების გარდა ჩრდილოეთ ევროპის ოთხი ქვეყანა დაასახელა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების გეგმას.

Politico წერს, რომ ჩამონათვალში არ ყოფილა საფრანგეთი, რომლის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი ხანია მოუწოდებს ევროპელებს, ადგილობრივი შესყიდვებით საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა შექმნან. აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებული ორი ფრანგი ჩინოვნიკის თქმით, პარიზი ამერიკული იარაღის შეძენის ინიციატივას სწორედ ამ მიზეზით არ შეუერთდება.

საფრანგეთის მთავრობა ასევე ცდილობს გაზარდოს საკუთარი თავდაცვის ხარჯები, ცდილობს რა შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები და დეფიციტი.

Politico წერს, რომ შეზღუდული ევროპული წარმოების შესაძლებლობების გათვალისწინებით, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის მთავრობა მიიჩნევს, რომ ამერიკული იარაღის შეძენა უკრაინისთვის საჭირო იარაღით სწრაფად უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ-მა და ნატო-მ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ხარჯებს ევროპელი მოკავშირეები დაფარავენ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო