აქციაზე დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა - ამ წუთებში სხდომა შეჩერებულია

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული გიორგი გორგაძე სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში შეჩერებულია.

ბრალდებულთან სასამართლოს ექიმი ჩამოიყვანეს, ის სხდომათა დარბაზიდანაა გაყვანილი.

ბრალდებულის დედამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა.

„გული გაქვთ? ადამიანი ხართ? ან იქით გაუშვით, ან აქეთ“, - განაცხადა გორგაძის დედამ.

მას მანდატურებმა დამშვიდებისკენ მოუწოდეს.

„ბავშვს მიხედონ მაჩვენონ, როგორ არის. ცხოვრებაში არ ჰქონია ასეთი რაღაც. არ გამოიყვანეს გოლიათი?“, - განაცხადა ბრალდებულის დედამ, რის შემდეგაც მან პროკურორებს მიმართა.

„არ გრცხვენიათ, ზიხართ ჩუმად!“, - განაცხადა გორგაძის დედამ.

სხდომის დარბაზი პროცესის განახლებამდე ყველა პირს დაატოვებინეს.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა