„ჯივიპი“ - ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად ახლდება

საბურთალოს რაიონში, მერაბ ალექსიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 2025 წლის ერთ-ერთ მასშტაბური პროექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და 600 მეტრამდე სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე 42 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, 4 სახანძრო ჰიდრანტი და 42 საკვანძო ჭა მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

„სამუშოების მიმდინარე ეტაპზე კომპანამ წყალმომარაგების ქსელების ძირითადი ნაწილი უკვე მოაწყო, რის შემდეგაც წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება.

ალექსიძის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ქსელების სარეაბილიტაციო პროექტი ივლისში დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 200 000 ლარამდეა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ ალექსიძის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება წყალმომარაგება.

„თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. ალექსიძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ახლა მასშტაბური სამუშაოები ტარდება 2025 წლის ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტია, რაშიც კომპანია 1.2 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება 1.6 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. შედეგად ალექსიძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი”, - განაცხადა „ჯივიპის” ტექნიკურმა დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია