აქციების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებული გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა, განახლდა - გორგაძე ექიმებმა გასინჯეს, რის შემდეგაც ის დარბაზში დაბრუნდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებული გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა, განახლდა.

სხდომა ამ დრომდე შეჩერებული იყო, რადგან სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო გამოძახებული. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებული გასინჯეს, ექიმების რეკომენდაციით, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდა.

სხდომათა დარბაზში ბრალდებულის შეყვანის შემდეგ, მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უთხრა, რომ თუკი, თავს შეუძლოდ იგრძნობდა, მაშინვე ეთქვა.

ამ წუთებში, პროკურატურის მოწმეს კითხავენ.

გორგაძე პროცესის დაწყებისას გახდა შეუძლოდ, მასთან თავდაპირველად სასამართლოს ექიმი გამოიძახეს, სხდომათა დარბაზი კი დამსწრეებს დაატოვებინეს. ცოტა ხანში კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიყვანა გახდა საჭირო. როგორც ადვოკატებისგან გაირკვა, ბრალდებულს პრეპარატი "ნიმესილი" მშიერს ჰქონდა მიღებული, ამასთან, მას ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი, რასაც მსგავსი მდგომარეობა ახასიათებს.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს