აქციაზე დაკავებულ გიორგი გორგაძეს, რომელიც სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა, პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში აბრუნებენ - ის ესკორტის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზიდან უკვე გაიყვანეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი გორგაძეს სასამართლო პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში აბრუნებენ. ის ესკორტის თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზიდან უკვე გაიყვანეს.

შესაბამისი მოთხოვნით ბრალდებულმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს თავად მიმართა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიწევს პროცესის დატოვება, სუსტად ვგრძნობ თავს“, - განაცხადა გორგაძემ.

მოსამართლის განმარტებით, მას ადვოკატ შოთა თუთბერიძისგან სხვა ინფორმაცია ჰქონდა, კერძოდ კი ის, რომ ბრალდებულს დასწრება აღარ სურდა და თუკი ცუდად გრძნობდა თავს, მას შესვენება უნდა გამოეცხადებინა.

ადვოკატმა თუთბერიძემ მოსამართლეს მიმართა, რომ გორგაძეს მშვიდ გარემოში ერჩივნა ყოფნა. ამასთან დააფიქსირა პოზიცია, რომ ექიმის გამოძახების საჭიროება არ იყო.

მოსამართლე მჭედლიშვილმა კიდევ ერთხელ დააზუსტა მხარესთან ინფორმაცია, რომ ბრალდებული ცუდად ყოფნის გამო არ ტოვებდა პროცესს და რომ მას მხოლოდ დღევანდელ სხდომაზე არ სურდა მონაწილეობის მიღება.

როგორც შოთა თუთბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, ვინაიდან ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა, დღეს კი შეუძლოდ გახდა, პენიტენციურ დაწესებულებას განცხადება გაუგზავნა კვლევებისთვის გადაყვანასთან დაკავშირებით.

ამ წუთებში სასამართლოში კვლავ ბრალდების მოწმეს უსმენენ.

ცნობისთვის, გიორგი გორგაძე პროცესის დაწყებისას გახდა შეუძლოდ, მასთან თავდაპირველად სასამართლოს ექიმი გამოიძახეს, სხდომათა დარბაზი კი დამსწრეებს დაატოვებინეს. ცოტა ხანში კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიყვანა გახდა საჭირო. როგორც ადვოკატებისგან გაირკვა, ბრალდებულს პრეპარატი "ნიმესილი" მშიერ კუჭზე ჰქონდა მიღებული, ამასთან, მას ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი, რასაც მსგავსი მდგომარეობა ახასიათებს.

ბრალდებული გასინჯეს, ექიმების რეკომენდაციით, ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო