თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „სიკვდილით სავსე ქალაქი“ მიმდინარეობს

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „სიკვდილით სავსე ქალაქი“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თბილისის მერიას და კახა კალაძეს აკისრებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის სამსახურმა დიდი ხნით ადრე იცოდა შენობის საფრთხის შესახებ, მიუხედავად ამისა მაინც არ დაიცვეს ზომები, რაც გარემოვაჭრეებსა თუ მცხოვრებლებს გადაარჩენდა.

“პასუხისმგებელია სახელმწიფო და “ქართული ოცნების” პოლიტიკა. მათთვის არაფერს ნიშნავს ორი ადამიანის გარდაცვალება. არავინ დასჯილა ვაკის პარკის შემთხვევისას, რიგით ადამიანებს მოსთხოვეს პასუხი. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს თავზე ემსხვრევა ლოდები.

ჩვენი პროტესტი არის ლეგიტიმური. ეს არის კავშირში იმასთან, რასაც 230-დღეა ვაპროტესტებთ.

კახა კალაძეს პასუხისმგებლობის გრძნობა რომ ჰქონდეს, დატოვებდა თანამდებობას და მოსახლეობას არ გადააბრალებდა იმას, რაც მოხდა. ჩვენი პროტესი უნდა გაგრძელდეს! ჩვენ ვაპროტესტებთ ამორალურ პოლიტიკას!”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეები ცოტახანში მსვლელობით საზოგადოებრივი მაუწყებლობის ყოფილ შენობასთან მსვლელობით გადაინაცვლებენ, საიდანაც ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს შეუერთდებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი